2 ივლისს lets do it საქართველოს სოციალური პროექტის “არ დააგდო, აქ ჩააგდე” ფარგლებში, ლისის ტბაზე, პირველი ინტერაქციული სიგარეტის ნამწვისთვის განკუთვნილი ყუთები დაიდგა.
პირველი ყუთის დადგმასთან დაკავშირებით, საინტერესო ეკო ვიქტორინაც ჩატარდა და გამარჯვებულებიც დასაჩუქრდნენ
ყუთის გამოყენება მარტივია, ორი შესაძლო ვარიანტიდან ირჩევთ ერთს და თქვენთვის სასურველ კაბინაში აგდებთ ნამწვს.
კამპანიის მთავარი მიზანია, შეახსენოს მწეველებს ნამწვის მავნე თვისებების შესახებ და წაახალისოს ისინი, რომ ყველა ნამწვი მოხვდეს ურნაში.
lets do it საქართველოს კამპანიის ფარგლებში, ინტერაქციული სიგარეტის ნამწვის ყუთები თბილისის მასშტაბით 15 ლოკაციაზე განთავსდება.
და რაც მთავარია, #არდააგდო, #აქჩააგდე