სიგარეტის ნამწვი გარემოს ყველაზე ხშირი დამაბინძურებელია.

დამატების თარიღი: 09 October 2021 / 21:26

პატარა, მაგრამ მომაკვდინებელი: სიგარეტის ნამწვი გარემოს ყველაზე ხშირი დამაბინძურებელია.

 

ახლა რომ გკითხოთ, რა არის ყველაზე გავრცელებული პლასტიკის ნარჩენითქო, რას უპასუხებდით? პლასტმასის ბოთლები? საწრუპები?

არა, ეს არაა სწორი პასუხი. სინამდვილეში სიგარეტის ნამწვია ის, რაც დედამიწას ყველაზე დიდი რაოდენობით აბინძურებს, უფრო კონკრეტულად – ყოველწლიურად 4.5 ტრილიონით.

მაგრამ მოიცადე, სიგარეტის ნამწვი ბამბისგან და ქაღალდისგან არ მზადდება? – არა, სიგარეტის ფილტრი პლასტიკის ერთ-ერთი სახეობისგან შედგება.

სიგარეტის ნამწვები იმდენად პატარაა, ხშირად შეუმჩნევლად იმალებიან და მათ თითქმის ყველგან შეხვდებით. მათი პატარა ზომის მიუხედავად, ისინი არავითარ შემთხვევაში არ არიან უვნებლები. სიგარეტის ფილტრი მზადდება ცელულოზის აცეტატისგან, ადამიანის მიერ შექმნილი პლასტიკის მასალისგან, და შეიცავს ასობით ქიმიურ ნივთიერებებს. სიგარეტის ფილტრებს შესაძლოა 10 წელი დასჭირდეს გასახრწნელად, მაგრამ ის ქიმიკატები, რასაც ის გარემოში გამოყოფს, წლების განმავლობაში დარჩება ნამწვის გახრწნის შემდეგაც. 

ამ ტოქსინებიდან რამდენიმეა: დარიშხანი (ასევე გამოიყენება ვირთხების საწამლავში), ტყვია (რაც ბავშვის ტვინის განვითარებას აფერხებს) და ნიკოტინი. როდესაც ტოქსიკური პლასტიკის ნაწარმი იყრება გარემოში, ეს ნივთიერებები საბოლოოდ ბუნებრივ სისტემებში ხვდება და დიდ საფრთხეს გვიქმნის ჩვენც, და ჩვენს გარემოსაც. 

ეს პატარა ტოქსიკური სიგარეტის ნამწვები ასევე დიდ საფრთხეს უქმნიან ჩვენს წყლის რესურსებს. საკმაოდ ხშირია მკვლევარების მიერ აღმოჩენილი სიგარეტის ფილტრები მკვდარ ფრინველებში, ზღვის კუებში, თევზებში და დელფინებში. ამასთან, 2011 წლის კვლევამ (https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3088407/) აჩვენა, რომ ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც სიგარეტის ნამწვები გამოყოფენ, მომაკვდინებელია მტკნარი წყლისთვის და ზღვის ბინადართათვის. 

კატეგორიულად მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველვყოთ სიგარეტის ნამწვების ნაგვის ურნებში მოთავსება ან გადამუშავება. მწეველებმა უნდა იფიქრონ „ჯიბის საფერფლის“ ტარებაზე ან მოწიონ სიგარეტი იქ, სადაც ნაგვის ურნა ხელმისაწვდომია. 

ამ დაბინძურების შესამცირებლად, Let’s Do It Georgia ყოველწლიურად ატარებს მსოფლიოს დასუფთავების დღეს საქართველოში, რასაც უერთდებიან კომპანიები, ორგანიზაციები, ლიდერები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ყველა მუნიციპალიტეტიდან. 

ამასთან, Let’s Do It Georgia ახორციელებს პროექტს „არ დააგდო, აქ ჩააგდე“, რომლის მიზანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სიგარეტის ნამწვით გარემოს დაბინძურების და მავნე ზემოქმედების შესახებ. ამისთვის ტარდება სოციალური კამპანია და თბილსში იდგმება სპეციალური „ნამწვის ყუთები“, სადაც მწეველებმა უნდა უპასუხონ კითხვებს ან მისცენ ხმა მათთვის საყვარელ ფილმებს, ცნობილ ადამიანებს, ფეხბურთის გუნდებს,  სიგარეტის ნამწვის შესაბამის კონტეინერში ჩაგდებით. ამით შევახსენებთ მწეველებს, რომ გამომიმუშავონ სიგარეტის ნარჩენების ურნაში ჩაყრის ჩვევა, მათი ძირს დაყრის სანაცვლოდ. ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს მხიარული, შეჯიბრებითი ასპექტის საშუალებით მწეველებში დავნერგოთ დანაგვიანების საწინააღმდეგო ჩვევები და ყურადღება გავამახვილოთ ჩვენი გარემოს სისუფთავეზე.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace