ერთი თვის უკან ბესლანის ტრაგედიიდან 10 წელი შესრულდა. დღე, რომელმაც შეძრა აღნიშნული მთელი რეგიონი დაბესლანის რესპუბლიკის ათასობით მცხოვრებმი შეკრიბა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
2004 წლის 1 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის საზეიმოდ დაწყების მომენტში ტერორისტთა ჯგუფმა დაიკავა ბესლანის 1 სკოლა და ტყვედ ჩაიგდო ამავე სკოლის 1200 მოსწავლე და მასწავლებელი. შემდგომ თავი მოუყარეს დანაღმულ სპორტულ დარბაზში და 3 დღის განვმალობაში თითსაც კი არ ანძრევინებდნენ. დრამატულ მოვლენებს ადგილობრივმა ძალებმა შტურმით დაუსვეს წერილი, რომლის დროსაც 334 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 186 მოსწავლე. დღეს დღეობით, ტრადიციის თანახმად ბესლანის ზემოაღნიშნულ სკოლაში დილის 09:15 წთ-ზე ირეკება ხალხისთვის სულის შემძვრელი ზარი. ამის შემდეგ ისინი გადაადგილდებიან სპორტულ დარბაზში, სადაც ტერორისტებს დამწყვდეული ჰყავდათ მძევლები. მათ მიიტანეს ყვავილები, აანთეს სანთლები, ზოგმა წლით სავსე ბოთლიც კი მიიტანა, იმის ნიშნად, თუ როგორ წყუროდათ ტყვეებს იმ დროს.
იმ ადამიანთა რიცხვში ვინც ერთი თვის უკან პატივი მიაგო დაღუპულების ხსოვნას, იყვნენ ჩრდილოეთ ოსეთის ფედერალური ორგანოების წარმომადგენლები და რეგიონის გამგებელი თეიმურაზოვ მამსუროვი. თაიგულების მიტანის შემდგომ არც ერთი ჩინოვნიკი არ შეყოვნებულა და მაშინვე მიაშურეს თავიანთ ესკორტში მდგომ ძვირადღირებულ მანქანებს და დაბრუნდნენ უკან, ვლადიკავკასში.
წასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე კი, ჩრდილოეთ ოსეთში ცნობილ პოლიტიკურ პირს და ორგანიზაცია „ბესლანის დედების“ იურისტს თეიმურაზ ჩეჯემოვს კითხვით მიმართა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, იმასთან დაკავშირებით, რომ არის თუ არა საშინელი ტრაგედიის გამოძიების რაიმე რეალური პერსპექტივა. პასუხად კი მიიღო, რომ განვლილი 10 წლის განვმალობაში ჩატარებული გამოძიებები მხოლოდ ხალხის თვალის ასახვევად ხორციელდებოდა და ზედაპირულ ხასიათს ატარებდა. მან ასევე განაცხადა, რომ ორგანიზაციის წევრები ჩრდილოეთ ოსეთის ექს-პრეზიდენტის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების დასჯას ითხოვენ, იმ მოტივით, რომ სკოლაზე შტურმის დაწყების ბრძანება მათი ეგიდით გაიცა.
სტატიის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.ekhokavkaza.ru/content/article/26561442.html