სომხების ფონდი “ჰაიასტანი“ სრულიად ასახავს მთელს მსოფლიოში მცხოვრები სომხებისას შესაძლებლობებს

დამატების თარიღი: 30 May 2013 / 14:58

სომხების ფონდი “ჰაიასტანი“ სრულიად ასახავს შესაძლებლობებს მთელს მსოფლიოში მცხოვრები სომხებისას – განაცხადა სერჟ სარქისიანმა ხუთშაბათს, ამ ფონდის სამეურვეო საბჭოსთან შეხვედრისას.

ეს შეხვედრა იქნება მკაცრად გათვლილი, სამუშაო ხასიათის,  რომელიც მიზნად ისახავს იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც არსებობს სომხეთში, არწახსა და სომხების დიასპორაში – განაცხადა სარქიასიანმა სამეურვეო საბჭოს 22-ე შეხვედარზე.  პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გასული წელი საკმაოდ დატვირთული იყო სომხეთისათვის,  და გასული არჩევნები საკმარისი მიზეზია რათა გვესოდმეს თუ რა პრობლემების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, საჯაროდ უნდა მოხდეს ამ პრობლემების განხილვა და უნდა განვიხილოთ შესაძლო ვარიანტები მათ მოსაგვარებლად.

გასული წლის განმავლობაში ჩატარდა სომხეთის პარლამენტის არჩევნები  (6 მაისი 2012) და საპრეზიდენტო არჩევნები (18 თებერვალი 2013) 2013 წლის 5 მაისს კი ასევე ჩატარდა ერევნის მერის არჩევნები.

სარქისიანმა განაცხადა, რომ არ არსებობს არც ნაციონალური, არც სოციალურ-ეკონომიკური, ან რომელიმე სხვა გაჟღერებული საკითხი, რომელიც არ იყო მათ მიერ განხილული.  მისი თქმით რეალური შედეგის მისაღწევად საჭიროა  ბევრი მუშაობა. მომდევნო არჩევნებამდე ხანგრძლივი პერიოდი არის საკმარისი და საჭირო დრო, რომელიც მაქსიმალურად უნდა იქნეს გმაოყენებული, რათა ნაკლები ვილაპარაკოთ და მეტი ვიმუშაოთ, ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.

სირიელ სომხებზე საუბრისასა სარქისიანმა აღნიშნა, რომ რომხეთის სახელმწიფო და სომეხი ხალხი მხარს უჭერდა და დაუჭერს თავიანთ ძმებსა და დებს, იმისდა მიუხედავად ჩამოვლენ ისინი სომხეთში თუ დარჩებიან სირიაში.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ 28 წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოს 37 კაციდან და 24 ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი.  იგეგმება რომ ტრადიციულ ტელემარათონში  “ჰაიასტანის“ ფონდისა, მოხსენებით გამოვა მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტი ბაკო სააკიანი.

სრულიად სომეხთა ფონდი “ ჰაიასტანი“ დაარსდა 1992 წელს. მისი მთავარი  ამოცანაა ხელი შეუწყოს განახორციელებაში ეროვნულ პროექტებს,   განავითაროს  ინფრასტრუქტურა სომხეთსა და მთიან ყარაბაღში.  ფონდის სამეურვეო საბჭოში, რომლის ხელმძღვანელიც არის სერჟ სარქისიანი, შედიან ცნობილი სახეები სომხეთის დიასპორისა  მთელი მსოფლიოდან.

გასულ წელს ფონდის ტრადიციული ტელემარათონის ფარგლებში, მხოლოდ ლოს-ანჯელესში მოგროვდა  21.4 მილიონი დოლარი. შეგროვებული თანხები მოხმარდა სათემო ცენტრების მშენებლობას მთიანი ყარაბაღის სოფლებში, ასევე  პროექტების განხორციელებას რომელიც მიმართული იყო სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და  სირიელი სომხების პრობლემების მოგვარებას.

 

წყარო :  http://www.yerkramas.org/2013/05/30/fond-ajastan-naibolee-polno-otrazhaet-vozmozhnosti-armyan-vsego-mira-sargsyan/

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace