,,ტაო-კლარჯეთში ოშკისა და იშხნის ტაძრების რესტავრაცია, მიმდინარე პროცესები და სამომავლო გეგმები.’’

დამატების თარიღი: 02 February 2014 / 12:55

10 მაისს ,,კავკასიის ახალგაზრდული კავშირის’’ (CaYNex-ის) ინიციატივით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ჩატარდა ლექცია-დისკუსია, თემაზე- ,,ტაო-კლარჯეთში ოშკისა და იშხნის ტაძრების რესტავრაცია, მიმდინარე პროცესები და სამომავლო გეგმები.’’ ორგანიზაციის მიერ მოწვეული სტუმრები იყვნენ – კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბესიკ მაცაბერიძე, ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური, თსუს ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი ზაზა სხირტლაძე და საპატრიარქოს წარმომადგენელი – თემურ კახიძე. ლექცია-დისკუსიამ საკაოდ საინტერესოდ ჩაიარა, მას 80-მდე საკითხით დაინტერესებული პიროვნება დაესწრო. დამსწრე საზოგადოება მაქსიმალურად ინფორმირდა ტაო-კლარჯეთში ოშკისა და იშხნის ტაძრებთან დაკავშირბული მოვლენების შესახებ. საწყის ეტაბზე ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა, ამომწურავად გააცნო ახალგაზრდებს ამ ტაძრების მნიშვნელობა და ისტორია. ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელმა ზაზა სხირტლაზემ ისაუბრა ტაძართა არქიტექტურულ სტილზე და ისინი მოიხსენია როგორც ხელოვნების უძველესი ნიმუშები და პარალელი გაავლო სხვა ისტორიულ ძეგლებთან. ამავე დროს მან აღნიშნა, რომ საჭიროა მათი რესტავრაცია ქართულ მხარესთან თანამშრომლობით ძალიან ფრთხილად და კვალიფიციურად ჩატარდეს. საპატრიარქოს წარმომადგენელმა – თემურ კახიძემ კი ისაუბრა საპატრიარქოს პოზიციაზე და მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებზე. რაც შეეხება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ბესიკ მაცაბერიძეს – აუდიტორიას აუწყა, რომ მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები თურქულ მხარესთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომ რესტავრაცია, უკვე დაწყებულია და მასში მონაწილეობს ქართულ მხარეც. მომავალში იგეგმება კიდევ უფრო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ლექციის შემდეგ დრო დაეთმო დისკუსიას, დამსწრე საზოგადოება საკმაოდ აქტიურად ჩაერთო საკითხის განხილვაში. ახალგაზრდებმა აქტუალური და მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს მოწვეულ სტუმრებს. განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია კულტურის სამინისტროს წარმომადგენლის მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ.

 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace