ტრენინგები “განათლება უკეთესი მომავლისთვის” ქალაქ გორში

დამატების თარიღი: 14 July 2016 / 13:17

2016 წლის 13 ივლისს უცხოელ სტუდენტთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრმა გორში ჩაატარა ტრენინგი სკოლის მოსწავლეებისთვის- ,,განათლება უკეთესი მომავლისთვის’’. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პროცესი დასრულებულია, ახალგაზრდების მხრიდან დიდი აქტიურობა დაფიქსირდა, შეხვედრას ესწრებოდნენ გორის სხვადასხვა საჯარო სკოლის წარმომადგენლები. ტრენინგის მთავარი თემები იყო: სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა, აქტიური მოქალაქეობა, არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობა, განათლების როლი უკეთესი მომვალის მშენებლობაში. ამ თემებთან დაკავშირებით გაიმართა საინტერესო დისკუსია, მონაწილეებმა გაცვალეს მოსაზრებები და ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ნიგერიელი სტუდენტის პრეზენტაციას, რომელმაც ამომწურავად ისაუბრა თავისი ქვეყნის ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, ღირსშესანიშნაობების შესახებ და პასუხი გასცა აუდიტორიაში დასმულ ყველა შეკითხვას.
ტრენინგს თან ახლდა სხვადასხვა ენერჯაიზერები, რომლებიც ეხმარებოდა მონაწილეებს შეხვედრა საიტერესოსთან ერთად სახალისოც ყოფილიყო.
დასასრულს სკოლის მოსწავლეებს მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ დეტალურ ინფორმაციას Erasmus + ისა და EVS-ის შესახებ, რაც მათ მომავალში მისცემს შანსს აქტირუად მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში. 

ორგანიზაცია მადლობას უხდის გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრსა და  შიდა ქართლის რეგიონაალური სკააუტური მოძრაობის ორგანიზაციას გაწეული დახმარებისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace