2015 წლის 13 ნოემბერის უცხოელ სტუდენტთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრის ორგანიზებით საგარეჯოში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართა ახალგაზრდული ტრენინგი თემაზე ,,მომავლის თაობა’’. ტრენინგის თემები იყო: სამოქალაქო საზოგადოების არსი და არჩევნებში მონაწილეობის როლი დემოკრატიული ღირებულებების განვითარებაში, განათლების წვლილი პირადი მიზნების მიღწევაში, აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და მსოფლიო მშვიდობის დამყარებაში. ორგანიზაციის ინდოელმა მოხალისემ წარადგინა პრეზენტაცია თავისი ქვეყნის შესახებ. ქვეყნის ღირსშესანიშნაობებმა, კულტურამ, ტრადიციებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა აუდიტორიაზე.
ტრენინგი ინტერაქციული ხასიათის იყო, ტრენინგის ბოლოს მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ჯგუფურ სამუშაოში, იმსჯელეს და ერთმანეთს გაუზიარებს პირადი მოსაზრებები თუ რა ფაქტორები უშლით ხელს სრულყოფილი განათლების მიღებაში, შეეცადნენ გაეცათ პასუხი კითხვაზე რა არის განათლება და როგორია მისი წვლილი ჩვენი მომავლის დაგეგმვაში. ამ ეტაპზე ტრენინგში მონაწილეობდა ოცდახუთი მოსწავლე საგარეჯოს სამი საჯაარო სკოლიდან. პროექტი გრძლედება და ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფი მსგავსი პროგრამით საქართველოს სხვა რეგიონებს ესტუმრება.
კავკასიის ახალგაზრდული კავშირი მადლობას უხდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს და არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდული განვითარების ცენტრს გაწეული დახმარებისთვის.