ტრენინგი “ახალგაზრდული მუშაობის როლის გაძლიერება გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოფხვრის პროცესში”

დამატების თარიღი: 05 July 2019 / 11:54

ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ტრენინგში “ახალგაზრდული მუშაობის როლის გაძლიერება გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოფხვრის პროცესში”. ტრენინგი ჩატარდა სურამის ახალგაზრდულ სახლში ადამიანის უფლებათა ასოციაციის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს ევროპის ახალგაზრდული ფონდის მხარდაჭერით.

პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდული მუშაკების ხელშეწყობა, მოახდინონ გენდერის საკითხების ინტეგრირება საკუთარ ორგანიზაციებში, რათა ხელი შეუწყონ გენდერული უთანასწორობის და გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრასა და პრევენციას.

ტრენინგ კურსის საშუალებით მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება ერთმანეთისთვის და დაემყარებინათ ახალი კავშირები ახალგაზრდულ მუშაკებთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. ჩვენი ორგანიზაცია ღიაა მათთან სამომავლო თანამშრომლობისთვის და კოოპერაციისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace