ტრენინგი “განათლება უკეთესი მომავლისთვის” გორის მუნიციპალიტეტში

დამატების თარიღი: 20 March 2016 / 13:51

2016 წლის 19 მარტს უცხოელ სტუდენტთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრმა გორის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის ტრენინგი ,,განათლება უკეთესი მომავლისთვის’’ ჩაატარა. შეხვედრას 30 მოსწავლე ესწრებოდა სხვადასხვა საჯარო სკოლიდან. ძირითადი თემები იყო სამოქალაქო საზოგადოების რაობა და მნიშვნელობა, არჩევნებში მონაწილეობა და განათლება. ტრენინგი ინტერაციული ხასიათის იყო და მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და მოსაზრებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
შეხვედრას ესწრებოდა სტუდენტი შრი-ლანკადან, რომელმაც აუდიტორიას გააცნო თავისი ქვეყნის ღირსშესანიშნაობები, კულტურა, ეკონომიკა, ისტორია, ადათ-ჩვეულებები და ბუნების მრავალფეროვნება, რამაც აუდიტორიის დიდი დაინტერესება გამოიწვია.
შეხვედრის დასკვნითი ნაწილი ინფორმაციული ხასიათის იყო და მონაწილეებმა შეიტყვეს Erasmus+-ის, EVS-ის გაცვლითი პროგრამების, ასევე ჩვენი ცენტრის საქმიანობის შესახებ.
მადლობას ვუხდით გორის გამგეობას და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ლიდერთა ლიგას’’ გაწეული დახმარებისთვის.
ცენტრი მსგავსი პროგრამით უახლოეს მომავალში საქართველოს სხვა რეგიონებში სტუმრობას გეგმავს.

 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace