ტრენინგი “ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების თაობაზე”

დამატების თარიღი: 10 July 2019 / 11:49

ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში “ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების თაობაზე”, რომელიც ჩატარდა CSRDG-ის ორგანიზებით.

ტრენინგის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგს.

ტრენინგი ჩატარდა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ფინანსური მხარდაჭერით.

ტრენინგ კურსის საშუალებით მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება ერთმანეთისთვის და დაემყარებინათ ახალი კავშირები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. ჩვენი ორგანიზაცია ღიაა მათთან სამომავლო თანამშრომლობისთვის და კოოპერაციისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace