ტრენინგ კურსები გერმანიაში

დამატების თარიღი: 29 November 2016 / 23:28

2016 წლის 22–28 ნოემბერს კავკასიის ახალგაზრდული კავშირის წევრები იმყოფებოდნენ საერთაშორისო ტრენინგ   კურსებზე “ხიდების მშენებლობა – დიალოგის დაჩქარება“ (Bridges building – fostering dialogue) კიოლინში – გერმანია. პროექტს ესწრებოდნენ ახალგაზრდა ლიდერები და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები ბელორუსიიდან, რუსეთიდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და გერმანიიდან.

ტრენინგები დატვირთული იყო არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიებით , ხოლო ბოლო ორი დღე დაეთმო პროექტისა და ბიუჯეტის წერის ტექნიკებს.  მონაწილეებმა დაათვალიერეს ქალაქის ღირსშესანიშნაობები და გაეცნენ გერმანულ კულტურას.

პროექტის ფარგლებში დაიგეგმა არაერთი საერთაშორისო პროექტი და აქტივობა, რომელიც 2017 წელს განხორციელდება.

კავკასიის ახალგაზრდული კავშირი მადლობას უხდის JUBUK -ს ორწლიანი თანამშრომლობისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace