ტრენინგ კურსი სოციალური მეწარმეობის შესახებ

დამატების თარიღი: 20 October 2017 / 21:26

2017 წლის 9 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით „კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა“ და „მასტერფის საქართველოს“ დელეგაცია იმყოფებოდა ერასმუს +ის საერთაშორისო ახალგაზრდულ ტრენინგ კურსზე „Transcending the reality and progress(Social Entrepreneurship).

ტრენინგს ესწრებოდა 28 მონაწილე 11 ქვეყნიდან: სომხეთი, საქართველო, ჰოლანდია, ბელარუსია, უკრაინა, მოლდოვა, ლატვია, იტალია, ინგლისი, ავსტრია და პოლონეთი. კურსზე განხილულ იქნა სოციალური მეწარმეობის როლი და გავლენა საზოგადოებაზე. კურისს ფარგლებში მონაწილეები ესტუმრნენ სამ სხვადასხვა სოციალურ საწარმოს, გაეცნენ მათ საქმიანობას და შესაძლებლობა მიეცათ პირადად გასაუბრებოდნენ მეწარმეებს. ტრენინგის განმავლობაში ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღებს სხვადასხვა სახის ვორქშოფებში, ჯგუფურ სამუშაოებში და არაფორმალური განათლების აქტივობებში.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace