5-დან 13 ივლისამდე ბაკურიანში Let’s Do It Georgia-ს ორგანიზებით კიდევ ერთი ერასმუსის ტრენინგი განხორციელდა- “less waste for cleaner planet” .
პროექტმა გააერთიანა ახალგაზრდა ეკოაქტივისტები 7 ქვეყნიდან: საქართველო, სომხეთი, თურქეთი, პოლონეთი, რუმინეთი, გერმანია, საფრანგეთი.
ტრენინგ კურსი მიზნად ისახავდა ახალგაზრდა მუშაკებისა და ეკოაქტივისტებისთვის ცნობიერების ამაღლებას კლიმატის ცვლილებების, გარემოსდაცვითი საკითხებისა და ნარჩენების გადამუშავების შესახებ.
პროექტის განმავლობში ჩატარდა აქტივობები, რომლებმაც ხელი შეუწყო მტკიცე გუნდის ჩამოყალიბებასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას.
პროგრამა დატვირთული იყო ინფორმატიული სემინარებითა და ვორქშოპებით, რომლებშიც მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები.
9 ივლისს მოეწყო ექსკურსია ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სადაც ეკო აქივისტებმა მოინახულეს უძველესი ეკლესია-მონასტრები და ასევე ეწვივნენ ქალაქ ბორჯომის პარკს.
მოხარულები ვართ, რომ პროექტმა მიაღწია მთავარ მიზნებს, განავითარა მდგრადი კონპეტენციები მონაწილეებში და ჩამოაყალიბა მჭიდრო და ღირებული კავშირები.
პროექტი ჩატარდა ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.