ქემპ-ქემპ 2017 თბილისში

დამატების თარიღი: 06 November 2017 / 18:20

2017 წლის 2-5 ნოემბერს კავკასიის ახალგაზრდული კავშირის პრეზიდენტი გიორგი აზარიაშვილი იმყოფებოდა პროექტზე ქემპ-ქემპ 2017, თბილისი, საქართველო.

ქემპქემპ 2017-ი არის ინიციატივა, ასწრაფებული პროგრამა, რომელმაც შეკრიბა თბილისში საერთაშორისო საზოგადოება, სამოქალაქო აქტივისტები და კრეატიულად მოაზროვნე პროფესიონალები,  რომელთაც სურთ, რომ თავიანთი ცოდნა და უნარები გამოიყენონ საზოგადოებრივი სიკეთეებისთვის.

პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა დაჩქარებულად შეისწავლეს სხვადასხვა საკითხები და უნარები საზოგადოებრივი აქტივიზმისთვის, რაც ხელს შეუწყობს მათი აქტიურობით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.

ქემპ-ქემპის მიზანია შექმნას კრეატიული პლატფორმა, სადაც იდეები ხორციელდება, ხედვები ვითარდება, ბარიერები იმსხვრევა და ახალი შესაძლებლობები მიღწევადია.

ბუთქემფის ფარგლებში მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საუკეთესო პრაქტიკები, პროექტები, ჩატარებული ღონისძიებები, ასევე მოეწყო ვორქშოპები და სემინარები სიფრული მედიის გამოყენებაზე, ვიზუალიზაციაზე, სოციალურ აქტივიზმზე და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ინფორმაციის გავრცელებაზე.

პროექტში მონაწილეობას იღებდა 110 ადამიანი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace