ქველმოქმედება ბავშვებისთვის

დამატების თარიღი: 26 June 2020 / 14:48

საქველმოქმედო კამპანია „ბავშვებისთვის! ფარგლებში 25 ივნისს ვიმყოფებოდით ორ ოჯახში, გლდანის მე-6 მიკრო რაონში, სადაც დავეხმარეთ 3 შვილიან ოჯახს და ისნის რაიონში, რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩაზე სადაც დავეხმარეთ 4 შვილიან ოჯახს. საორგანიზაციო ჯგუფის წევრების მონაწილეობით ოჯახს დავეხმარეთ პირველადი საჭიროების ნივთებით, ჰიგიენური საშუალებებით, მედიკამენტებით და საკვები პროდუქტებით. ბავშვები იმსახურებენ იცხოვრონ ისეთ გარემოში, სადაც მათთვის ხელმისაწვდომი იქნება არამხოლოდ პირველადი საჭიროების საგნები და საკვები პროდუქტები არამედ სრულფასოვანი განათლების მიღებისა და განვითარების შესაძლებლობები. ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე უამრავ მოზარდს დღეისათვის არ მიუწვდება ხელი საკვებ პროდუქტებზე.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace