ორგანიზაცია Let’s Do It Georgia-ს ფოტოკონკურსის- ,,ქმედება ცვლილებებისთვის” გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია.
I ადგილი (ორგანიზაციის რჩეული) – ვახტანგ ჯანჯღავა – ფოტოსერია “პლასტიკბერგი”;
II ადგილი (ხალხის რჩეული ) – მარადი მალანია;
III ადგილი (ხალხის რჩეული) – ლიზი ღვედაშვილი;
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია Let’s Do It Georgia-ს ფარგლებში ჩატარდა ფოტოკონკურსი ,,ქმედება ცვლილებებისთვის” (ვხედავ-ვმოქმედებ-ვშველი), რომლის მიზანიც იყო ადამიანების ცნობიერების ამაღლება იმასთან დაკავშირებით, რომ თითოეული ჩვენგანის ქმედება უკვალოდ არ ქრება და აუცილებლად აისახება გარესამყაროზე, დადებითად თუ უარყოფითად.
კონკურსის მონაწილეებს მოეთხოვებოდათ გამოეგზავნათ 3 ფოტოსურათი, შესაბამისი ლოგიკური ბმით. ფოტოებში ასახული უნდა ყოფილიყო:
- სამყაროში არსებული ეკოლოგიური კრიზისები (როგორც პრობლემა).
- ქმედითი როლი, რომელიც ადამიანს აკისრია მის წინაშე (რას აკეთებს ადამიანი ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად?).
- ქმედების შედეგი (მიახლოვება პირვანდელ სახესთან, ანუ როგორ ვცდილობთ შეცდომების გამოსწორებას).
Let’s Do It Georgia თითოეულ მონაწილეს მადლობას უხდის მონაწილეობისთვის, გამარჯვებულებს კი გადასცემს წინასწარ განსაზღვრულ პრიზებს და კიდევ ერთხელ ულოცავს მათ წარმატებას.