შეხვედრა ესტონეთის რესპუბლიკის ელჩთან

დამატების თარიღი: 29 August 2018 / 18:27

29 აგვისტოს Let`s Do It საქართველოს წევრები შეხვდნენ ესტონეთის რესპუბლიკის სრულუფლებინ ელჩს საქართველოსა და სომხეთში ქალბატონ კაი კაარელსონს.

შეხვედრის მიზანი იყო 15 სექტემბრის საქართველოს დასუფთავების დღის საორგანიზაციო საკითხების განხილვა. შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა სამომავლო აქტივობები რომელსაც Let`s Do It საქართველო, ესტონეთის საელჩოსთან თანამშრომლობით განახორციელებს. მხარეებმა ასევე ისაუბრების ნარჩენების პრობლემაზე საქართველოში, ჰაერის, წყლის დაბინძურებაზე და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.

Let`s Do It საქართველო მადლობას უხდის ესტონეთის რესბულიკის საელჩოს თანამშრომლობისთვის.

#ერთადდავასუფთაოთსაქართველო #საქართველონარჩენებისგარეშე

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace