ცენტრის მორიგი პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

დამატების თარიღი: 28 November 2015 / 16:56

   2015 წლის 27 ნოემბერს კავკასიის ახალგაზრდულმა კავშირმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტების უფლებების დაცვის და ინტეგრაციის ცენტრის მორიგი პრეზენტაცია გამართა, რომელიც გაგრძელდა მრგვალი მაგიდით. მონაწილეები ირანიდან ერაყიდან, ინდოეთიდან და შრი-ლანკადან აქტიურად იყვნენ ჩართულნი დისკუსიაში. მათ განიხილეს ქვეყანაში არსებული ინტეგრაციის პრობლემები, ერთმანეთს გაუზიარეს კულტურული ცვლილებებით გამოწვეული დაბრკოლებები. დაინტერესდნენ ორგანიზაციისა და ცენტრის საქმიანობით და გამოთქვეს სურვილი შემდგომი თანამშრომლობის. ცენტრი აგრძელებს უნივერსიტეტთან პარტნიორობას და მადლობას უხდის მას უცხოელთა ინტეგრაციის ხელშეწყობასა და მსგავსი პროექტების ორგანიზებისათვის.

 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace