ცენტრის პრეზენტაცია და დისკუსია IBSU-ში

დამატების თარიღი: 11 March 2016 / 17:07

2016 წლის 11 მარტს უცხოელ სტუდენტთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ცენტრის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სტუდენტები ნიგერიიდან, თურქეთიდან, კენიიდან, ირანიდან და საქართველოდან. შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იყო და მსმენელმა მიიღო ამომწურავი ინფორმაცია ცენტრის მიზნებისა და საქმიანობის შესაახებ. სტუდენტებმა ისაუბრეს ვიზის, დროებითი ბინადრობის, საბანკო  და სხვა პრობლემებზე.
პროექტის მიზანია უცხოელთა ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათი პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების მიღება. ცენტრი მადლობას უხდის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციას გაწეული დახმარებისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace