ცენტრის პრეზენტაცია და მრგვალი მაგიდა საქართველოს უნივერსიტეტში

დამატების თარიღი: 26 November 2015 / 13:06

2015 წლის 25 ნოემბერს კავკასიის ახალგაზრდულმა კავშირმა საქართველოს უნივერსიტეტში უცხოელ სტუდენტთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრის პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები თურქეთიდან , ერაყიდან , ირანიდან და ნიგერიიდან. მათ ჰქონდათ საშუალება გაცნობოდნენ დეტალურ ინფორმაციას ორგანიზაციის , ცენტრის კომპეტენციების , საქმიანობის , მიზნების შესახებ , ენახათ დოკუმენტური ფილმი, რომელიც სხვადასხვა კულტურასთან ადაპტაციის პრობლემებს აღწერს და ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ პირადი გამოცდილებები. მონაწილეებმა ღიად ისაუბრეს საქართველოში არსებულ ინტეგრაციის პრობლმებზე და იმსჯლეს მათი ერთობლივი ძალებით გადაჭრის შესაძლო გზებზე.
კავკასიის ახალგაზდული კავშირი მადლობას უხდის საქართველოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას გაწეული შრომისთვის და მზად არის შემდგომი თანამშრომლობისთვის.

 

 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace