ცხადდება სტაჟირება უცხოელ სტუდენტთა უფლებების დაცვის და ინტეგრაციის ცენტრში

დამატების თარიღი: 10 February 2016 / 14:13

უცხოელ სტუდენტთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრი” აცხადებს სტაჟიორების მიღებას საზოგადოებასთან ურთიერთობის, იურიდიული და პროექტების ორგანიზების მიმართულებებზე.

საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების სტაჟიორთა ფუნქცია-მოვალეობები:
• საოფისე პროგრამებში მუშაობა
• თარგმნა ინგლისურიდან ქართულად
• პრეს-რელიზების მომზადება
• უცხოელ სტუდენტებთან კომუნიკაცია
• ბიზნეს-კომპანიებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა
• ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროექტებში აქტიური მონაწილეობა

იურიდიული მიმართულების სტაჟიორთა ფუნქცია-მოვალეობები:
• საქართველოს კანონის – „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ გაცნობა.
• უცხოელი სტუდენტებისთვის კონსულტაციის გაწევა (ხელმძღვანლის ზედამხედველობით)
• ხელმძღვანელისთვის დახმარება გამოცდილების მიღების მიზნით სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებში.
• ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა

პროექტების ორგანიზების მიმართულება:
• მიმართულების ყველა სტაჟიორი მონაწილეობას იღებს აქტივობის ორგანიზებაში და უშუალოდ არის ჩართული განხორციელების პროცესში
• მონაწილეობას იღებს კონკრეტული პროექტების შექმნაში და მის შემდგომ იმპლემენტაციაში
• ასრულებს მიმართულების ხელმძღვანლის მიერ მიცემულ დავალებებს კონკრეტული პროექტების/აქტივობების ფარგლებში
სტაჟირებაზე მიიღებიან საქართველოს აკრედიტირებული უნივერსიტეტების ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტები.

ძირითადი მოთხოვნები სამივე მიმართულების სტაჟიორთათვის
• პირველი, მეორე ან მესამე კურსის სტუდენტი;
• ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (B1);

თუ ხართ მოტივირებული, აქტიური ახალგაზრდა და ფიქრობთ, რომ ეს სტაჟირება დაგეხმარებათ პროფესიული უნარების განვითარებაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ სამოტივაციო წერილი და CV ინგლისურ ენაზე. სამოტივაციო წერილში აუცილებლად მიუთითეთ თქვენთვის სასურველი მიმართულება.

სტაჟირების ხანგრძლივობაა 6 თვე.

ელექტრონული მისამართი : caucasusyouthnexus@gmail.com
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20 თებერბალი , 18:00 საათი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით : 557 49 50 04
ან მოგვწერეთ მითითებულ მეილზე : caucasusyouthnexus@gmail.com

ორგანიზაცია წარმატებულ სტაჟიორებს მისცემს საშუალებას ჩაერთონ Erasmus-ის და EVS-ის პროექტებში, შესაბამისად მოიპოვონ ევროპის სახელმწიფოებში ტრენინგ-კურსებში მონაწილეობისა თუ ერთწლიანი მოხალისეობრივი სამსახურის უფლება.

სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი
გისურვებთ წარმატებას !

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace