ერასმუს+ პროექტი “Hitchhikers Guide to the Digital Galaxy”

დამატების თარიღი: 11 December 2019 / 14:09

9 დეკემბერს დასრულდა 2019 წლის ბოლო ერასმუს+ პროექტი “Hitchhikers Guide to the Digital Galaxy”. 26 ახალგაზრდული მუშაკი 9 ქვეყნიდან საერთო მიზნებისთვის შეიკრიბა. ეს ქვეყნებია: პოლონეთი, საფრანგეთი, ლიტვა, უკრაინა, საქართველო, სომხეთი, მოლდოვა და იტალია. მონაწილეებმა ერთმანეთის გასაცნობი სახალისო თამაშების და აქტივობების შემდეგ 3 დღის განმავლობაში იმუშავეს საკუთარ ციფრულ ისტორიებზე. კრეატიული სავარჯიშოების დახმარებით თითოეულმა მათგანმა აარჩია ერთი იდეა, რის საფუძველზეც დაიწყეს ტექსტის დაწერა. ამას მოჰყვა ხმის ჩაწერა, ვიზუალური მასალის შეგროვება, მონტაჟი და საბოლოო შტრიხების შეტანა. ვიდეოების ჩვენება ტრენინგის შუა ნაწილში გაიმართა, რაც ყველასთვის ემოციური და საინტერესო აღმოჩნდა. ჩვენების შემდეგ მონაწილეების წარმატებული შედეგი ექსკურსიით და ქართული ტრადიციული სადილით აღვნიშნეთ. ტრენინგის შემდეგი ნაწილი დაეთმო “Digital Storytelling” მეთოდოლოგიის შესწავლას. ისტორიის თხრობის და ვიდეოს შექმნის გარდა, ჩვენმა მონაწილეებმა განავითარეს პერსონალური უნარებიც, რაც დაეხმარება მათ იყვნენ უფრო თავდაჯერებული და გაუზიარონ საკუთარი ისტორია ყველას, ვისაც ინტერნეტზე ხელი მიუწვდება. ტრენინგ კურსის მეორე ნაწილში ახალგაზრდულმა მუშაკებმა გამოიმუშავეს საჭირო უნარები, რათა გაუზიარონ მიღებული ცოდნა ახალგაზრდებს თავიანთ საზოგადოებაში და გააცნონ მეთოდოლოგია “Digital Storytelling”, რომელიც მათ პერსონალურ და პროფესიონალურ ზრდას შეუწყობს ხელს. პროექტი ჩატარდა Closer Europe Institute-თან თანამშრომლობით და ევროკავშირის ერასმუს+ პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace