დიდი სიხარულითა და სიამაყით შეგვიძლია გაგიზიაროთ ACT LIVE კონცერტთან დაკავშირებული ვიდეო, სადაც უფრო მეტს შეიტყობთ, როგორც ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, ასევე რა მიზნებს ემსახურება ჩვენს მიერ ჩატარებული აქტივობები.
შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს პროექტ ACT-ის ფარგლებში ჩატარდა კონცერტი მარიამ დოკვაძესთან, Teen club-ის ახალგაზრდა მომღერლებთან და რეზო და ბავშვებთან ერთად.
ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია, პანდემიურ პირობებშიც განვაგრძოთ ჩვენი მთავარი საქმიანობა- მეტი, თანაბარი შესაძლებლობის შექმნა ნიჭიერი ახალგაზრდებისათვის.
დასასრულს, გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა ადამიანს ვინც ჩართული იყო პროექტში. განსაკუთრებით: Lenø Records, Teen Club, Rezo Da Bavshvebi / რეზო და ბავშვები, Mariam Dokvadze და Team Papela.