“Difference, Likeness, Hybrid identity” ტრენინგ კურსები ბაკურიანში

დამატების თარიღი: 28 November 2018 / 19:43

გიფიქრიათ, რითი განსხვავდებიან ადმიანები ერთმანეთისგან ან რითი ჰგვანან ისინი ერთმანეთს? შეგვიძლია კი, რომ ამ განსხვავების მოუხედავათ, ერთმანეთთან თავისუფალი კომუნიკაცია დავამყაროთ? ეს და სხვა საკითხები განხილული იქნება ახალგაზრდულ ტრენინგ კურსში “Difference, Likeness, Hybrid identity” რომელიც ტარდება ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში და მასში მონაწილეობას იღებს 26 ახალგაზრდა ლიდერი და მუშაკი 9 სხვადასხვა ქვეყნიდან. აღნიშნული ტრენინგი ბაკურიანში, კავკასიის ახალგაზრდული კავშირის, მასტერფის საქართველოს, როტარაქტ კლუბისა და Closer Europe Institute-is თანამშრომლობით იმართება. შემდეგი 8 დღის განმავლობაში ვიმუშავებთ კულტურათაშორისი დიალოგის წამახალისებელ მეთოდებსა და კონცეფციებზე, რომლებიც მომავალში მონაწილეებს ახალგაზრდებთან მუშაობაში დაეხმარება.

 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace