30 აგვისტოს დასრულდა ერასმუს+ ტრენინგ კურსი “Human Rights Across Cultures”, რომელიც ჩატარდა ბაკურიანში 27 ახალგაზრდის მონაწილეობით 9 ქვეყნიდან: შვედეთი, დანია, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, საქართველო, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა.
პროექტის მიზნებია:
-განავითაროს ახალგაზრდული მუშაკების უნარები ადამიანის უფლებების სწავლებასთან დაკავშირებით;
-გააძლიეროს ახალგაზრდები, რათა იყვნენ პასუხისმგებლიანი მოქალაქეები, განმანათლებლები და ადვოკატები ადამიანის უფლებებისთვის;
-მისცეს ახალგაზრდებს შესაძლებლობა, მოახდინონ პირდაპირი გავლენა სოციალურ ცვლილებებზე;
-დაამყაროს კავშირები მსგავსად მოაზროვნე ახალგაზრდებს, ორგანიზაციებს და ინდივიდებს შორის, რომლებსაც აინტერესებთ სამომავლო თანამშრომლობა განხილულ საკითხებზე;
-შეუქმნას მონაწილეებს თავისუფალი სივრცე სამომავლო პროექტების დასაგეგმად, რომლებიც ადამიანის უფლებებს ინტერკულტურულ კონტექსტში განიხილავენ.
პროექტის მონაწილეებმა გუნდის მშენებლობის აქტივობების, ჯგუფური სამუშაოების და ტრენერების დახმარებით, გაიცნეს ახალი საერთაშორისო მეგობრები, რომლებთან ერთადაც 7 დღის განმავლობაში გამოიკვლიეს ადამიანის უფლებები.