“It Is Not A Myth” – ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი

დამატების თარიღი: 14 July 2019 / 11:17

11 ივლისს დავიწყეთ საერთაშორისო ახლაგაზრდული ერასმუს+ პროექტი “It Is Not A Myth!”, რომელიც ტარდება ბაკურიანში 40 ახალგაზრდის მონაწილეობით 8 ქვეყნიდან: ნიდერლანდები, გერმანია, საბერძნეთი, პოლონეთი, უკრაინა, საქართველო, სომხეთი, თურქეთი.

პროექტის მიზნებია:

-ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს, განიხილონ დღევანდელ სამყაროში ლიტერატურის მნიშვნელობა;

-აამაღლოს ცნობიეება ლიტერატურის საჭიროების შესახებ;

-დაამყაროს კავშირები მსგავსად მოაზროვნე ახალგაზრდებს, ორგანიზაციებს და ინდივიდებს შორის, რომლებსაც აინტერესებთ სამომავლო თანამშრომლობა განხილულ საკითხებზე.

-შეუქმნას მონაწილეებს თავისუფალი სივრცე ინტერკულტურული დიალოგისთვის;

-გამოიყენოს ინტერკულტურული დიალოგი და ლიტერატურა სიძულვილის ენის დასაძლევად.

პირველი დღე დავიწყეთ პროექტის გახსნით, ერთმანეთის გასაცნობი აქტივობებით და სახალისო თამაშებით, რომლებმაც ხელი შეუწყვეს მონაწილეებს, გამოსულიყვნენ კომფორტის ზონიდან და . მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, გუნდის მშენებლობის აქტივობების, თეატრალური წარმოდგენების და ჯგუფური სამუშაოების დახმარებით, გაეცნოთ ახალი მეგობრები, რომლებთან ერთადაც დანარჩენი 8 დღის განმავლობაში გამოიკვლევენ ლიტერატურის მნიშვნელობას სხვადასხვა ქვეყნებში და კულტურებში.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace