Let`s Do It საქართველოს დასუფთავების აქცია თბილისის ზღვაზე

დამატების თარიღი: 09 June 2017 / 13:35

2017 წლის 7 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია კავკასიის ახალგაზრდული კავშირის პროექტის „Let’s do it – Georgia“- ს ინიციატივით და პარტნიორი ორგანიზაციების ენერგო პრო ჯორჯია/energo pro Georgia-სა და G POWER-ის მხარდაჭერით მოეწყო დასუფთავების აქცია, რომლის დანიშნულებაც იყო გარემოს დასუფთავება ნარჩენებისგან და ბუნების მოვლის მნიშვნელობაზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. ფოტო გადაღება უზრუნველყო Photo-Incubator / ფოტო-ინკუბატორიმა. დასუფთავდა ზღვის სანაპირო ზოლი და საერთო ჯამში 200 კილომდე პლასტიკისა და შუშინ ნარჩენები შეგროვდა, ღონისძიებაში ჩართული იყო მასტერფისის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისა ოფისი, ასევე უცხოელი მოხალისეები და შრილანკელი სტუდენტები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან.

Let’s do it – Georgia მადლობას უხდის პარტნიორ ორგანიზაციებს, ფოტოგრაფს (გურამ ასლანიშვილს) და თითოეულ მოხალისეს აქტიური ჩართულობისთვის. ვიმედოვნებთ რომ შემდგომშიც ვითანამშრომლებთ და ისევ ერთად დავასუფთავებთ გარემოს ნარჩენებისგან.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace