MASTERPEACE ის საერთაშორისო ბუთქემფი კოლუმბიაში

დამატების თარიღი: 20 October 2018 / 15:59

2018 წლის 6-13 ოქტომბერს, მასტერფის საქართველოს დელეგაცია დაესწრო მასტერფისის გლობალურ შეკრებას ქალაქ მედელინში, კოლუმბია. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა მასტერფისის 40 ახალგაზრდა ლიდერი მსოფლიოს 25 ქვეყნიდან, ევროპიდან, აზიიდან, აფრიკიდან, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდან. მასტერფისის საერთაშორისო კონფერენციას ყოველწლიური სახე აქვს და მასტერფისის წევრი კლუბები მასპინძლობენ, 2016 წლის მაისში საქართველოს ჰქონდა პატივი, ემასპინძლა აღნიშნული ღონისძიებისთვის. საერთაშორისო შეხვედრა ემსახურება კლუბებს შორის საქმიანი კონტაქტების გაღრმავება-გაფართოებას, კლუბების მდგრადობის ხელშეწყობას, ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის ურთიერთკავშირის გაძლიერებას. 2018 წელს საერთაშორისო შეხვედრას უმასპინძლა მედელინის კლუბმა. ქალაქი, რომელიც არის კულტურის, კრეატიულობისა, ინოვაციებისა და ტრანსფორმაციის შესანიშნავი მაგალითი, ქალაქი, რომელიც დროთა განმავლობაში იყო მსოფლიოს ყველაზე საშიში ქალაქი საცხოვრებელი თვალსაზრისით, გარდაიქმნა პოზიტიურობის, კრეატიულობისა და ინოვაციების ოაზისად, რამაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო და აღიარება მოუპოვა მას.
მასტერფისის გუნდი ესტუმრა ქალაქის სხვადასხვა ნაწილს, გამართა შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან და გაეცნო ადგილობრივ პრობლემებსა და გამოწვევებს. გაეცნო მშვიდობიანი ტრანსფორმაციის საუკეთესო პრაქტიკებს და გამართა შეხვედრები ურბანისტიკისა და ინოვაციების ადგილობრივ ექსპერტებთან.
ადგილობრივი სოციალური პროექტები:
• Union Latina: An art school offering dance, music & theatre studies for developing empathy, solidarity, life skills and commitment in a vulnerable community.
• La Loma: Cultural center in a conflict-ridden, but transformed neighborhood
• Mangle: “artherapy” and empowerment of the youth through capoeira, dance and martial arts
• SíHembra: Empowering woman from vulnerable communities, equipping them with confidence and self-awareness
• Dharti Yoga: Using yoga to treat post-trauma victims from the Colombian conflict
• Sueños de Papel: A library for promoting education, human rights and art, but most importantly, to build a peaceful community in the violent neighborhood of La Cruz
• Deditos Verdes: Promoting the importance of life through nature, planting trees and and edible plants at the cities (Huertas Urbanas)

ბუთ-ქემფის ფარგლებში მასტერფისის კლუბის ლიდერებმა ჩაატარეს ვორქშოფები სხვადასვა თემატიკაზე: ფონდების მოძიება, პროექტის წერის უნარ-ჩვევები, სოციალური მეწარმეობის საუკეთესო პრაქტიკები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის ურთიერთთანამშრომლობა და ა.შ
მასტერფის საქართველოს კლუბი მადლობას უხდის მასტერფის კოლუმბიის(მედელინის) კლუბს აღნიშნული შეხვედრის ორგანიზებისთვის და განაგრძობს მათთან სამომავლო თანამშრომლობას.

 

 

 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace