31 იანვარს, საღამოს 7 საათზე ვისაუბრებთ ახალგაზრდებში მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე პანდემიის პირობებში.
აქტივობის ფარგლებში განვიხილავთ თუ როგორი გავლენა იქონია კოვიდ პანდემიამ ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და რა გზებით არის შესაძლებელი, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველი სამომავლო პროგნოზის ფონზე გავუმკლავდეთ გამოწვევებს და არსებული დრო საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის შესაქმნელად გამოვიყენოთ.
აქტივობა ხორციელდება „კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა“ და „მასტერფის საქართველოს“ თანამშრომლობით, პროექტის „ACT” ფარგლებში.
მოცემული პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს დამაკავშირებელი კედლები, რომლის კონცეფციაც გულისხმობს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან თემატიკაზე გრაფიტი არტის დახატვას.
ჩვენ უკვე მოვხატეთ კედლები: მარნეულში, ხაშურში, გორში, სურამში, წითელსოფელში, ბაკურიანსა და თეთრიწყაროში.
აღსანიშნავია რომ აქტივობის პარალელურად გამოჩენილი ქართველი მხატვარი @TAm Oonz იმუშავებს პოსტერზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება ჩვენი განხილვის თემატიკასთან.
ბრიტანეთში გამოიცა წიგნი ლიმიტირებული რაოდენობით, რომელშიც ბრიტანელი და ევროპელი თანამედროვე ტოპ გრაფიტი არტისტების ნამუშევრები არის შესული, მათ შორის მოხვდა ჩვენი არტისტი @TAm Oonz-იც.
აქტივობის მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.