“Sharing Stories, Building Bridges” პროექტის დასასრული

დამატების თარიღი: 12 August 2019 / 20:10

11 აგვისტოს დამთავრდა პროექტი “Sharing Stories, Building Bridges – Digital Storytelling For Promoting Dialogue”. ტრენინგ კურსში მონაწილეობა მიიღო 24 ახალგაზრდა აქტივისტმა საქართველოდან, რომლებმაც შექმნეს ინდივიდუალური ციფრული ისტორიები და მათი საშუალებით გადმოსცეს საკუთარი ემოციები. ტრენინგის ერთ-ერთ დღეს გაიმართა მათი ისტორიების ჩვენება, რაც ძალიან ემოციური იყო ყველა მონაწილისთვის.

ისტორიის თხრობის და ვიდეოს შექმნის გარდა, ჩვენს მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ განევითარებინათ პერსონალური უნარებიც, რაც დაეხმარება მათ იყვნენ უფრო თავდაჯერებული, გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან და გაუზიარონ საკუთარი ისტორია ყველას, ვისაც ინტერნეტზე ხელი მიუწვდება. ტრენინგ კურსის შემდეგ დავგეგმეთ მომავალი ვორქშოფები, რომლებიც ჩატარდება გორში, ხაშურში, რუსთავში და თბილისში. ახალგაზრდული მუშაკები მზად არიან გაუზიარონ მიღებული ცოდნა ახალგაზრდებს თავიანთ საზოგადოებაში და გააცნონ მეთოდოლოგია “Digital Storytelling”, რომელიც მათ პერსონალურ და პროფესიონალურ ზრდას შეუწყობს ხელს.

პროექტი ტარდება Swedish Institute-ის მხარდაჭერით.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace