Walls of Connection – წითელსოფელი

დამატების თარიღი: 16 July 2020 / 20:27

2020 წლის 10 ივლისს წითელსოფელში განვახორციელეთ მორიგი კედლის მხატვრობის აქტივობა, რომლის ძირითადი თემატიკაც გახლდათ ახალგაზრდების გაძლიერება და სპორტული ცხოვრების წესი.
ჩვენ ვიაზრებთ, რომ აქტიური ცხოვრების წესი ახალგაზრდებში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს მსოფლიოში.
აქტივობის განმავლობაში ჩვენ გვეხმარებოდა ახალგაზრდა ქართველი არტისტი, რომელიც @TamOonz ზედმეტსახელით მოღვაწეობს სპრეი არტის ხელოვნებაში. მან შეიმუშავა ნახატის ძირითადი კონცეფცია. ასევე ჩაატარა პრაქტიკული ვორქშოპი მონაწილეებისათვის, სადაც მათ უამბო: თუ როგორ განავითარა საკუთარი თავი სპრეი არტში, რა ტექნიკები არსებობს, რომელიც ამარტივებს კედელზე მუშაობას და როგორ შეიძლება რომ ნახატის იდეა რეალობად გარდავქმნათ.
აქვე აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ აქტივობის განმავლობაში ჩვენ გვქონდა საშუალება უფრო მჭიდრო ურთიერთობა დაგვემყარებინა წითელსოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებთან. მოცემული აქტივობა გახლდათ განსაკუთრებულად საინტერესო რადგან დამსწრე ახალგაზრდების უმრავლესობა წარმოადგენდა ეთნიკურ უმცირესობას. ამასთანავე ტრენერებისა და დამსწრეების სასაუბრო ენა ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. მიუხედავად აღნიშნული გამოწვევებისა ჩვენ შევძელით, რომ დაგვეინტერესებინა ახალგაზრდები სპრეი არტით და გაგვეხალისებინა მათი დღე!
აქტივობა განვახორციელეთ მიმდინარე პროქტის “ACT” ფარგლებში, რომელიც მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას ესენია: Walls of Connection, Digital Storytelling, Concerts and Conferences
დამაკავშირებელი კედლების ფარგლებში ჩვენ უკვე მოვხატეთ კედლები: ხაშურში, მარნეულში, გორში, სურამში და ბაკურიანში.
პროექტის მთავარ მიზნებს წარმოადგენს: ადგილობრივი არტისტების წახალისება, ახალგაზრდების გააქტიურება და მათი საზოგადოებრივ პროცესებში ჩართვა.
აქვე გვსურს მადლობა გადავუხადოთ ადგილობრივ ახალგაზრდულ ცენტრს და მათ წარმომადგენელ არამ აკოფიანს, რომელმაც სურვილი გამოთქვა მომდევნო აქტივობა სწორედ მათ ცენტრში ჩატარებულიყო და ერთად შეგვეცვალა გარემო უკეთესობისკენ. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ქვეყნის კედლები უფრო შინაარსიანი და საინტერესო გავხადოთ! შემოგვიერთდით!

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace