მეგან ბლექის ვიზიტი მასტერფისის რეგიონულ ოფისში

დამატების თარიღი: 26 July 2019 / 15:27

2019 წლის 20 ივლისს დაიწყო მეგან ბლექის 1 კვირიანი ვიზიტი მასტერფისის რეგიონულ ოფისში, რომელმაც 26 ივლისამდე გასტანა.
პროექტის განმავლობაში მეგანს საშუალება ჰქონდა მოენახულებინა მასტერფის საქართველოს რეგიონული ოფისი, გაეცნო ჩვენი გუნდი და მიმდინარე პროექტები.
ჩვენ შევხვდით ფაბრიკის მარკეტინგის მენეჯერ ქალბატონ მარიკა კვირკველიძეს. მან გაგვიზიარა თუ როგორ გაჩნდა იდეა, რა ეტაპები გამოიარა გუნდმა და როგორია სამომავლო პერსპექტივები.
მოცემული ვიზიტის ფარგლებში ჩვენ განვახორციელეთ სამი ვორქშოპი: თბილისში, ხაშურსა და გორში. ვორქშოპების ძირითადი თემატიკა გახლდათ კოლექტიური ფოტოგრაფია. ვორქშოპებში მონაწილეობა ადგილობრივმა ახალგაზრდებმა მიიღეს. აღსანიშნავია, რომ თბილისის ვორქშოპს უმასპინძლა კომპანიამ “Dekke”. დამფუძნებლებმა: გიორგი წერეთელმა და თათა ბებიაშვილმა ისაუბრეს ციფრულ ინდუსტრიაზე საქართველოში ისევე როგორც კომპანიის მუშაობის სპეციფიკაზე.
23 ივლისს ჩვენ ასევე დავესწარით “ქართულ-ევროპული ინსტიტუტისა” და “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის” მიერ ორგანიზებულ კონფერენციას. კონფერენციაზე განვიხილეთ თუ რა გამოწვევები არსებობს დღესდღეობით საქართველოში და როგორ უნდა ვუპასუხოთ მათ.
ვიზიტის დასასრულს შევხვდით Impact Hub-ის დამფუძნებელ ქალბატონ ელენე ჟვანიას. მოგეხსენებათ, რომ Impact Hub წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ საერთო სამუშაო სივრცეს საქართველოში. ქალბატონმა ელენემ გაგვიზიარა როგორი ხერხებით მუშაობენ ისინი საკუთარ კლიენტებთან და რა ეტაპები გამოიარეს პირველი Impact Hub-ის შექმნისას.
ჩვენ გვსურს, რომ დიდი მადლობა გადავუხადოთ მეგანს ვიზიტისთვის, ისევე როგორც თითოეულ პიროვნებასა და ორგანიზაციას, რომელიც ჩაერთო საინტერესო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარებაში!

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace