წარმატებით დავასრულეთ კიდევ ერთი Erasmus+ ტრენინგის კურსი “Equality Now 2.0” რომლის ფარგლებშიც 21-29 აპრილის ჩათვლით ახალგაზრდებს ვუმასპინძლეთ ბაკურიანში. 26 ახალგაზრდა სომხეთიდან, უკრაინიდან, ესპანეთიდან, აზერბაიჯანიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, საქართველოდან და საბერძნეთიდან შეიკრიბა ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის სფეროში არსებული გამოწვევების განსახილველად.
არაფორმალური სწავლების მეთოდების გამოყენებით, პროექტი მიზნად ისახავდა მონაწილეებში ცნობიერება აემაღლებინა გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ მოემზადებინათ პრეზენტაციები და ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება, ცოდნა და შესაძლებლობები.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა სახის ტრენინგები, ვორქშოფები და მცირე თეატრალური წარმოდგენები.
ტრენინგ კურსის მიზანს წარმოადგენდა ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციისა და გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ.
პროექტი ხორციელდება კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა და გერმანული ორგანიზაციის “Migrants and Minorities Network” მხარდაჭერითა და თანამშრომლობით.