Walls Of Connection – კასპი

19 სექტემბერს, ქალაქ კასპში განვახორციელეთ რიგით მეცხრე კედლის მხატვრობის აქტივობა, რომლის ძირითადი თემატიკაც გახლდათ გარემოსდაცვა და ეკოლოგიური გამოწვევები თანამედროვე სამყაროში.
ზემოთ ხსენებული აქტივობა განვახორციელეთ მსოფლიო დასუფთავების დღეს let’s Do It – Georgia!-თან თანამშრომლობით. პროექტი “ACT” ითვალისწინებს ადგილობრივი არტისტების წახალისებასა და ახალგაზრდების საზოგადოებრივ პროცესებში ჩართულობის გაზრდას.
ჩვენი მთავარი არტისტი გახლდათ დავით კელბერაშვილი კედლის მოხატვის პარალელურად ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად დავასუფთავეთ კასპის მიმდებარე ტერიტორია.
აქვე გვსურს მადლობა გადავუხადოთ კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებს გაწეული დახმარებისათვის!

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace