Let`s Do It

georgia-lets-do-it

Let’s Do It! –  სამოქალაქო მოძრაობაა, რომელიც დაიწყო ესტონეთში 2008 წელს,  როდესაც 50 000-მა  მოხალისემ დაასუფთავა ქვეყნის ყველაზე დაბინძურებული ადგილები სულ რაღაც 5 საათში.  მას შემდგომ „Let’s Do It“ -მა განავრცო ეს მოდელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ლოზუნგით – “ერთი ქვეყანა ერთ დღეში”. დღეისთვის არსებული მონაცემებით, 113 ქვეყანა 16 მილიონზე მეტი მოსახლეობით შეუერთდა დასუფთავების აქციებს.

2018 წლის 8 სექტემბერს, მსოფლიოს დასუფთავების დღესთან დაკავშირებით ადამიანები 150 სხვადასხვა ქვეყნიდან გაერთიანდებიან, დადგებიან გლობალური პრობლემის წინაშე და დაასუფთავებენ ნარჩენებს. აღნიშნული ღონისძიება იქნება  ყველაზე პოზიტიურ სამოქალაქო აქტივობა, რაც კი მსოფლიოში აქამდე მომხდარა. ეს იქნება ძლიერი მწვანე ტალღა, რომელიც დაიწყება იაპონიიდან და დასრულდება ჰავაიზე ასი  მილიონი ადამიანის მონაწილეობით, რომლებიც გაერთიანდებიან ერთსა და იმავე დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილზე.

Let’s Do It!–მიზანი არამარტო ნარჩენებთან ბრძოლა, არამედ გლობალური თანამეგობრობის გაერთიანება და ჩამოყალიბებაა. ამასთანავე, ცნობიერების ამაღლება და ძირეული ცვლილების განხორციელება, რაც საბოლოო მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება-  სუფთა და ჯანსაღი პლანეტა.

სულ რაღაც 7 წელში Let’s Do It! -მა დააინტერესა 16 მლნ-ზე მეტი ადამიანი მსოფლიოში ერთი მიზნისთვის, დაესუფთავებინათ საკუთარი ქვეყანა.  ხშირად ჩვენი ყველაზე შთამაგონებელი ისტორიები სწორედ იმ ქვეყნებიდან მომდინარეობს სადაც განსაკუთრებით დიდია ძალადობისა და კორუფციის კოეფიციენტი. უკიდურესი სიღარიბე და დაავადებებია. ჩვენი მოხალისეები არ უერთდებიან  ძალადობას, ნაცვლად ამისა ირჩევენ პოზიტიური ცვლილებების გზას მათივე სამშობლოსთვის.


Let’s Do It! – Georgia  არის ააიპ “კავკასიის ახალგაზრდული კავშირის” (CAYNEX) შვილობილი ორგანიზაცია, იგი შეიქმნა იმ მიზნით, რომ პირველ რიგში საკუთარ ქვეყანას შევახსენოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია სუფთა, მწვანე  გარემო ჩვენთვის და ჩვენი  მომავალი თაობებისთვის. ამიტომ  ვიწყებთ  მოქალაქეთა აქტიურ  მოძრაობას დაბინძურების  წინააღმდეგ, ორგანიზაციაში მოხალისედ ჩაწერა შესაძლებელია ნებისმიერი მსურველისთვის ვისთვისაც მნიშვნელოვანია გარემო და მზად არის მოხალისეობრივად ჩაერთოს სხვადასვხა დასუფთავების და გამწვანბის ღონისძიებებში.

ჩვენი მიზანია:

გარემოს დასუფთავება, გამწვანება და  დაცვა მომავალი დაბინძურებისგან, რისთვისაც საჭიროა  მოსახლეობის მაქსიმალური ჩართვა მწვანე  ღონისძიებებში საქართველოს ყველა კუთხეში.

შემოგვიერთდი და გახდი მოხალისე მხოლოდ 1 დღე 1 მიზნისთვის.

დასუფთავების დღე : 18 სექტემბერი, 2016 წელი.

Let’s Do It! – Georgia – ს კოორდინატორია სალი ბოხუა

E-mail:    sally.bokhua@gmail.com

ცენტრალური ორგანიზაცია ესტონეთში: https://www.letsdoitworld.org

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace