Walls of Connection ACT! – თეთრიწყარო

დამატების თარიღი: 15 August 2020 / 10:45

2020 წლის 9 აგვისტოს თეთრიწყაროში განვახორციელეთ დამაკავშირებელი კედლების მორიგი აქტივობა, რომლის ძირითადი თემატიკაც გახლდათ ახალგაზრდების გაძლიერება და სპორტული ცხოვრების წესი. ჩვენ ვიაზრებთ, რომ ნარკოტიკებზე, ალკოჰოლსა და ნიკოტინზე დამოკიდებულება სერიოზულ გავლენას ახდენს ახალგაზრდების ცხოვრების წესზე ისევე როგორც მათ ჯანსაღ და ნათელ მომავალზე. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ შემდეგი აქტივობა ამ თემისთვის მიგვეძღვნა. ღონისძიების მიმდინარეობისას ჩვენ ვესაუბრეთ ახალგაზრდებს ზემოთ ხსენებულ თემებზე და ვეცადეთ, რომ მათთვის დაგვენახებინა ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრების უპირატესობანი. აქტივობის განმავლობაში ჩვენ გვეხმარებოდა ახალგაზრდა ქართველი არტისტი @David Kelberashvili. მან შეიმუშავა ნახატის ძირითადი კონცეფცია. ასევე ჩაატარა პრაქტიკული ვორქშოპი მონაწილეებისათვის, სადაც მათ უამბო: თუ როგორ განავითარა საკუთარი თავი სპრეი არტში, რა ტექნიკები არსებობს, რომელიც ამარტივებს კედელზე მუშაობას და როგორ შეიძლება რომ ნახატის იდეა რეალობად გარდავქმნათ. გაწეული შრომისთვის გვსურს რომ დიდი მადლობა გადავუხადოთ მას! აქვე აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ აქტივობის განმავლობაში ჩვენ გვქონდა საშუალება უფრო მჭიდრო ურთიერთობა დაგვემყარებინა თეთრიწყაროში მცხოვრებ ახალგაზრდებთან. მოცემული ღონისძიება გახლდათ განსაკუთრებულად საინტერესო, რადგან დამსწრე ახალგაზრდები სხვადასხვა ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენდნენ. ჩვენ შევძელით, რომ დაგვეინტერესებინა ახალგაზრდები სპრეი არტით და გაგვეხალისებინა მათი დღე! აქტივობა განვახორციელეთ მიმდინარე პროქტის “ACT” ფარგლებში, რომელიც მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას ესენია: Walls of Connection , Digital Storytelling , Concerts and Conferences დამაკავშირებელი კედლების ფარგლებში ჩვენ უკვე მოვხატეთ კედლები: ხაშურში, მარნეულში, გორში, სურამში, წითელსოფელში და ბაკურიანში. პროექტის მთავარ მიზნებს წარმოადგენს: ადგილობრივი არტისტების წახალისება, ახალგაზრდების გააქტიურება და მათი საზოგადოებრივ პროცესებში ჩართვა. აქვე გვსურს მადლობა გადავუხადოთ თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრს და მათ წარმომადგენელს @Luso Dostibegiani, რომელიც დაგვეხმარა აქტივობის შესახებ ხმა მიგვეწვდინა ახალგაზრდებისთვის და ჩვენთან ერთად იყო ჩართული ღონისძიების დაგეგმვისა თუ განხორციელების თითოეულ ეტაპში. აქვე გვსურს მადლობა გადავუხადოთ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს ბატონ ვაჟა სულხანიშვილს, რომელიც აქტივობის განმავლობაში იმყოფებოდა ჩვენს გვერდით, განიხილავდა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს და ცდილობდა მჭიდრო კავშირი დაემყარებინა ახალგაზრდებთან. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ქვეყნის კედლები უფრო შინაარსიანი და საინტერესო გავხადოთ!

შემოგვიერთდით!

 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace