ბუთქემფი 2021

დამატების თარიღი: 05 February 2021 / 23:09

3-4 თებერვალს ჩვენს ორგანიზაციაში ყოველწლიური ბუთქემფი ჩატარდა.
   ბუთქემფის მთავარი თემატიკა იყო კორონავირუსის გავლენა ქვეყნაში არსებულ რეალობასა და ახალგაზრდებზე. ორგანიზაციის წევრებმა იმსჯელეს პანდემიის პირობებში არსებულ გამოწვევებზე, რასაც მოჰყვა კონკრეტული საპროექტო იდეების გენერირება.
   დაიგეგმა სხვადასხვა ონლაინ აქტივობები და საგანმანათლებლო ღონისძებები, რომელსაც გაზაფხულიდან შევთავაზებთ ჩვენს ბენეფიციარებს.
   ბუთქემფის ფარგლებში შევაჯამეთ გასული წლის აქტივობები და ვისაუბრეთ 2020-ის გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე.
   იმისდა მიუხედავად, რომ პანდემიამ შეაჩერა ჩვენი საქმიანობა, ჩვენ მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ შევძელით 30-მდე ღონისძიების ჩატარება.
   ასევე მოწვეული გვყავდა ინფლუენსერი და მარკეტერი დავით ჩქოტუა, რომელმაც ტრენინგები ჩაატარა ორგანიზაციის სხვადასხვა საჭიროებებიდან გამომდინარე.
   ჩვენი გუნდი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს რომელიც 2020-ში იყო ჩართული ჩვენს სხვადასხვა აქტივობებსა და პროექტებში.
   წელს კიდევ უფრო მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებს შემოგთავაზებთ.
#Creatingopportunities

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace