უკრაინას აზერბაიჯანის მხარდაჭერა ჭირდება

დამატების თარიღი: 11 November 2014 / 14:24

„თქვენ უნდა გესმოდეთ ჩვენი ისე, როგორც არავის“

ჩვენ მივმართეთ აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას, რომ ემხილებინა „არჩევნები“, რომელიც ჩატარდა უკრაინის რეგიონში სეპარატისტების ხელმძღვანელობით.

აზერბაიჯანული პრესის ცნობით, ოფიციალური ანგარიში მოვიდა დღეს, ბაქოში, საგანგებო და სრულუფლებიანი უკრაინის ელჩის, ალექსანდრე მისჩენსკოსგან.

ელჩმა აღნიშნა მსავსება ორი ქვეყნის პრობლემებს შორის:

„აზერბაიჯანი უნდა გვიგებდეს ისე, როგორც სხვა არავინ, რადგან აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილიც ოკუპირებულია. რუსეთის არსებული მთავრობა არის სრულიად არაპროგნოზირებადი და არავინ იცის, თუ რას გეგმავს კრემლი. მაშასადამე აზერბაიჯანმა მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას“

ელჩმა განაცხადა, რომ : „რუსეთის აგრესიული პოლიტიკა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, რადგან არავის შეუძლია განსაზღვროს თუ როგორ გამწვავდება კონფლიქტი მომავალში.“

„ჩვენ ეს ერთობლივად უნდა შევაჩეროთ, სანამ უფრო შორს წასულა.“

 სტატიის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://news.az/articles/politics/93294

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace