მწვანე ბანაკი ბაკურიანში

დამატების თარიღი: 21 October 2021 / 13:07

18-21 ნოემბერს `Let`s Do It საქართველოს` ორგანიზებით, ბაკურიანში, ჩატარდება მწვანე ბანაკი მხოლოდ ხაშურსა და კასპში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.
საბოლოოდ, შეირჩევა 30 ახალგაზრდა.
მონაწილეთა ასაკი: 16-29 წელი.
ბანაკის ყველა ხარჯს დაფარავს ორგანიზაცია (ტრანსპორტი, კვება, სასტუმრო, ა.შ.)
ბანაკის მიზანია:
  • ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ.
  • ნარჩენების მართვა და სწორი მენეჯმენტი.
  • „ნულოვანი გავლენა დედამიწაზე“ (ZERO WASTE) – ცხოვრების სტილის გაცნობა.
  • გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (13,14,15 მიზანი) გაცნობა.
  • ახალგაზრდების როლი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
  • ეკომეგობრული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება 2022 წლის მარტიდან კასპის და ხაშურის მუნიციპალიტეტებში.
  • მცირე გრანტების გაცემა მონაწილე ახალგაზრებისთვის მწვანე აქტივობების დასაორგანიზებლად.
ბანაკი ხორციელდება პროექტი „იმოქმედე გარემოსთვის“ (ACT FOR ENVIRONMENT) – ის ფარგლებში.
პროექტის მიზანია ხელი შევუწყოთ ნარჩენების რაციონალურ მართვასა და მოსახლეობაში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტებში.
ბანაკის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ 2022 წლიდან განახორციელონ მწვანე ინიციატივები, დაფინანსდება 14 მიკრო პროექტი, (500 ლარი ერთი პროექტისთვის).
COVID-19 თან დაკავშირებული რეგულაციები:
ყველა მონაწილე რომელიც მიიღებს აღნიშნულ ბანაკში მონაწილეობას ვალდებულია:
1. იყოს აცრილი და წინასწარ გადაუგზავნოს საორგანიზაციო გუნდს აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ან 24 საათით ადრე გაიკეთოს PCR ტესტი და წარადგინოს უარყოფითი პასუხი. (PCR-ის ღირებულებას მონაწილე თავად დაფარავს)
3. მონაწილეთა დასწრება დასაშვებია, თუ ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) ლაბორატორიულად დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ არ არის გასული 6 თვეზე მეტი.
ბანაკი ჩატარდება სასტუმრო “რიწა“-ში, რომელიც სრულად მორგებულია კორონა ვირუსის სტანდარტებს და იცავს ყველა რეგულაციას.
ყოველ დილით ყველა მონაწილეს გავუზომავთ სიცხეს, 37 და მეტი ტემპერატურის შემთხვევაში მონაწილე დატოვებს ბანაკს.
პროექტის საორგანიზაციო გუნდის ყველა წევრი არის აცრილი.
ბანაკის მონაწილე ვალდებულია შერჩევის შემთხვევაში საორგანიზაციო ჯგუფს გადაუგზავნოს პირადობის მოწმობის პირველი გვერდის ფოტო, პირის იდენტიფიცირებისთვის.
ბანაკის ფარგლებში ასევე გაიმართება სახალისო ვორქშოპები ბუნებაში, მოეწყობა ლაშქრობა და ტრენინგი ტყეში, გადარჩენასა და უსაფრთხოებაზე.
აპლიკაციის შესავსებად ეწვიათ ბმულს:
მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აღნიშნული სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს: 10 ნოემბერი 20:00 საათი.
მონაწილეები შეირჩევიან მოტივაციის, გამოცდილების და მწვანე მიზნების სწორად დასახვის მიხედვით, რაც საპლიკაციო ფორმაში იქნება გადმოცემული.
ლოჯისტიკურ საკითხებზე (ტრანსპორტირება, შეხვედრა, პერსონალური საჭიროებები, და ა.შ.) დეტალური ინფორმაცია გაეგზავნებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
projectsletsdoit@gmail.com
გისურვებთ ჯანმრთელობას!

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace