მოხარულნი ვართ გაცნობოთ,რომ 2024 წლიდან მსოფლიო დასუფთავების დღე გაეროს კალენდარს დაემატა!
მსოფლიო დასუფთავების დღე 2024 წლიდან გაეროს კალენდრით, ყოველი წლის 20 სექტემბერს აღინიშნება!
“გაეროს საერთაშორისო დღეები არის თარიღი , როცა ფართო საზოგადოება უნდა გაეცნოს მსოფლიოს მნიშვნელოვან საკითხებს, მოხდეს პოლიტიკური ნებისა და რესურსების მობილიზება გლობალური პრობლემების გადასაჭრელად, ასევე კაცობრიობის მიღწევების აღნიშვნა და გაძლიერება. ” – გაერო
Let’s do it world-ის პრეზიდენტმა და გლობალური ქსელის ხელმძღვანელმა, ჰეიდი სოლბამ განაცხადა , რომ “მსოფლიო დასუფთავების დღის დამატება გაეროს კალენდარში ნიშნავს გაეროს ქვეყნების და მთავრობების უფრო ძლიერ მხარდაჭერას, უფრო დიდ ხილვადობას და ძლიერ ჩართულობას მომავალი მსოფლიო დასუფთავების დღეების მიმდინარეობაში. ”
უფრო ვრცლად, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი გაეროს კალენდარში მსოფლიო დასუფთავების დღის დამატება , შეგიძლიათ გაიგოთ შემდეგი ბლოგიდან: https://shorturl.at/mwxz7