ეკო სოფელი გლოლაში პირველი აგვისტოდან გაიხსნა!

დამატების თარიღი: 01 August 2024 / 19:23

ჩვენი ბიზნესი ეკო სოფელი გლოლაში პირველი აგვისტოდან გაიხსნა!
ჩვენი 4 კოტეჯი უკვე მზად არის მიიღოს სტუმრები. თითოეული კოტეჯიდან იშლება
ულამაზესი ხედი შოდაკედელას მთაზე და გთავაზობთ შეუდარებელ დასვენებას ზემო
რაჭის უნიკალურ გარემოში.
სოციალური საწარმო ეკო სოფელი გლოლაში მიზნებია:

  1. ადგილობრივი ახალგაზრდების გაძლიერება – ჩვენ ვიქმნით პირობებს,
    რათა ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ახალგაზრდების გაძლიერებას,
    ვთავაზობთ საჭირო რბილი უნარებსის განვიტარებას, მეწარმეობის
    ტრენინგებს, ლიდერობის განვითარებასა და მოტივაციას. ჩვენი
    ინოვაციური არაფორმალური განათლების პროგრამების მეშვეობით,
    მიზნად ვისახავთ შთაგონების წყარო გავხდეთ მომავალი ლიდერებისთვის
    და ხელი შეუწყოთ პოზიტიურ ცვლილებებს.
  2. რაჭის პოტენციალის რდის ხელშეწყობა – ჩვენ მტკიცედ ვართ ერთგულნი
    რაჭის რეგიონის მდგრადი ზრდისა და განვითარების მხარდაჭერისადმი,
    ვთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობებსა და მომსახურებებს როგორც
    ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტურისტებს. ჩვენი მისიაა რაჭის
    სილამაზის, ისტორიისა და კულტურის წარმოჩენა და მისი ეკონომიკური
    და კულტურული გაძლიერება.
  3. საზოგადოების ჩართულობა და დასაქმება – ჩვენ აქტიურად ვმართავთ
    ინიციატივებს ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით, ვქმნით
    დასაქმების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს და ვზრდით
    მიკუთვნებულობის განცდას. ერთად მუშაობით, ვიმედოვნებთ, რომ
    მთელი რეგიონის აღმავლობას მივაღწევთ, რათა ყველას ჰქონდეს
    სარგებელი ჩვენი ეკო სოფლის წარმატებიდან.
    დაისვენეთ ჩვენს მომხიბლავ კოტეჯებში, რომელიც განთავსებულია გლოლის გულში,
    სოფელში, რომელსაც აქვს 800-წლიანი ისტორია, კულტურა და ულამაზესი ბუნება.
    ჩვენი უნიკალური ლოკაცია გთავაზობთ შეუდარებელ გამოცდილებას შოდაკედელას
    მთისა და 360-გრადუსიანი პანორამული ხედებით ეზოს ყველა წერტილიდან.
    დასაჯავშნად დარეკეთ – +995 555 755 977

მეტი ინფორმაციისთვის: https://caucasusadventures.ge/

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace