
კრედო ბანკის „მწვანე ანაბრის“ პროექტის ფარგლებში გაიმართა მასშტაბური ღონისძიება უჯარმის ტყეში , დავასუფთავეთ ტყე, ციხე და მისი მიმდებარე ტერიტორია.
ღონისძიების მთავარი მიზანი იყო გარემოს დაცვა, ეკო-ცნობიერების ამაღლება და უნიკალური რეკრეაციული სივრცის უჯარმის ტყის სისუფთავის შენარჩუნება.
ერთდღიანი აქტივობის ფარგლებში:

მონაწილეობა მიიღო 50-მდე მოხალისემ
დასუფთავდა 300,000 კვ.მ ფართობი
შეგროვდა 1000+ კგ ნარჩენი, მათ შორის დამსხვრეული მინის ბოთლები და შუშები, რომლებიც სპეციალური ტომრებით და მოწყობილობებით შეიკრიბა.
ადგილზე ჩატარდა გარემოსდაცვითი თემატიკის ვიქტორინა, სადაც მონაწილეებმა თავიანთი ეკო-ცოდნა გამოცადეს.
გამოვლინდა 30 გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდნენ ეკო-მეგობრული, მრავალჯერადი გამოყენების ნივთებით —
ბრენდირებული ნაჭრის ჩანთებით, თერმო ჭიქებითა და წყლის ბოთლებით.
მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორს — კრედო ბანკს, რომლის მხარდაჭერის გარეშე აქტივობა ვერ განხორციელდებოდა.

ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას და ერთად ვგეგმავთ ახალ ეკო-ინიციატივებს!
შენც შეგიძლია გახდე ბუნების მეგობარი — შემოგვიერთდი მომდევნო აქტივობებზე!
#დასუფთავება#ეკოინიციატივა#მწვანეანაბარი#კრედობანკი#უჯარმისტყე#გახდიბუნებისმეგობარი#ეკოგმირები#დავიცვათგარემო


