მსოფლიო მშვიდობის მარშის დღე

დამატების თარიღი: 27 May 2015 / 13:27

25 მაისი მსოფლიო მშვიდობის მარშის დღეა, ამ დღეს კავკასიის ახალგაზრდულმა კავშირმა სხვა ოთხ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად ხელი მოაწერეს მშვიდობის საერთაშორისო დეკლარაციას, რომლითაც ოფიციალურად გახდნენ IPYG-ის წევრები.

IPYG მფოფლიო მშვიდობის ორგანიზაციაა რომელიც 88 ქვეყნის 404 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს და რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ომების დასრულებას და მშვიდობის დამყარებას მსოფლიოში.

შეხვედრას ესწრებოდა მოწვეული სტუმარი, ნოდარ ტანგიაშვილი, რომელმაც ისაუბრა მშვიდობაზე და მშვიდობის როლზე საქართველოში. ამას გარდა ყველა მონაწილე ორგანიზაციამ წარადგინეს თავისი საქმინობისა და სამომავლო მიზნების შესახებ მოკლე პრეზენტაციები.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace