„ნებისმიერ შემთხვევაში აზებრაიჯანელმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარიტერიტორიების ბედი“
ბაქო. რამილ მამმადლი –APA. “ მე მივმართავ მთიანი ყარაბაღის სომხურ საზოგადოებას. სომხებმა, რომლებიც ცხოვრობდნენ მთიან ყარაბაღში 1992 წლამდე, შეუძლიათ გააგრძელონ იქ ცხოვრება. ეს არის მათი კანონიერი უფლება. თუმცაღა, ოფიციალური და სამართლებრივი თვალსაზრისის მიხედვით მათ უნდა მიიღონ აზერბაიჯანის მოქალაქეობა,“ შუშის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა, საზოგადოებრივი გაერთიანება „მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანული საზოგადოების“ თავმჯდომარემ ბაირამ საფაროვმა განუცხადა ჟურნალისტებს, იტყობინება APA.
მისი თქმით, სომხებმა, რომელთაც არ სურთ მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანულ საზოგადოებასთან თანაარსებობა ან/და აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღება, შეუძლიათ წავიდნენ: „რადგან ჩვენ დავბრუნდებით ჩვენს ტერიტორიებზე. მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანულ საზოგადოებას აქვს ერთი პოზიცია. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ მშობლიურ მიწაზე და ჩვენი ტერიტორიები უნდა გათავისუფლდეს სომხური შეიარაღებული ძალების ოკუპაციისაგან. რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა ოკუპაციის ფაქტიმშვიდობიანადაღმოიფხვრას. აზერბაიჯანულ მხარეს სურს ამ პრობლემის მოგვარება საერთაშორისო ნორმების მიხედვით. თუკი ოკუპაციის ფაქტი არ აღმოიფხვრება, აზერბაიჯანი არ შექმნის ეკონომიკურ და სამხედრო შეზღუდვას რათა გათავისუფლდეს ჩვენი ტერიტორიები“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში აზერბაიჯანელმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი ტერიტორიების ბედი. ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს ტერიტორიებს სამხედრო ძალის გამოყენებით, თუკი აუცილებელი გახდა. „ ბუნებრივია, სომხები ცდილობენ გააჭიანურონ პროცესი. ამ გზით ისინი ცდილობენ დამალონ ის დანაშაულები, რომლებიც მათ ჩაიდინეს სამხედრო ოპერაციების დროს“, – განაცხადა მან.