2017 წლის 4 ივლისს, კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა და მასტერფის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის ორგანიზებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, გამგეობის დარბაზში პროექტი „ახალგაზრდული რეფლექსის“ ფარგლებში გაიმართა ტრენინგ კურსები ახალგაზრდებისთვის შემდეგ თემებზე: ადამიანის უფლებები მართლმსაჯულების ჭრილში, ახალგაზრდული აქტივიზმი და ადვოკატირება, ახალგაზრდების როლი საზოგადოების განვითარებაში და სოციალური მეწარმეობის საფუძვლები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მონაწილეები და სტუდენტები. ტრენინგები იყო ინტერაქციული და მოიცავდა ჯგუფებში მუშაობასაც. პროექტი ახალგაზრდული რეფლექსის მიზანია კვლევის ფარგლებში გამოკვეთილი პრობლემების მოგვარება, ახალგაზრდების ჩართულობა და გაძლიერება ადგილობრივ დონეზე, რაც მათ თემში პოზიტიურ ცვლილების საწინდარი იქნება.
ღონისძიება დაიწყო კვლევის შედეგების პრეზენტაციით, რომელსაც ახალგაზრდებთან ერთად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის ახალგაზრდული დეპატრამენტის წარმომადგენლები, ასევე ააიპ თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის დავჯდომარე დაესწრნენ.
კავკასიის ახალგაზრდული კავშრი მადლობას უხდის ააიპ თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას გაწეული დახმარებისთვის.