2017 წლის 13 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით „კავკასიის ახალგაზრდული კავშირის“, „მასტერფისის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისის“, „მასტერფის პოლონეთის“ კლუბისა და „ფაინა – სოციალური კოოპერატივის“ ორგანიზებით ბაკურიანში ტარდება ტრენინგის მეორე ნაწილი „სოციალური მეწარმეობა საზღვრების გარეშე“.
პროექტი ხორციელდა ევროკავშირის, ერასმუს + ის მხარდაჭერით. პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს სოციალური მეწარმეობის თემატიკის გაცნობა, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და პარტნიორ ქვეყნებში არსებული ლეგალური ჩარჩოს გაცნობა მონაწილეებისთვის, სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა უნდა შეიმუშაონ სოციალური მეწარმეობის სასწავლებლად შესაბამისი საგანმანათლებლო მეთოდოლოგია, რომელსაც თავიანთ ქვეყნებში სამუშაოდ გამოიყენებენ.
პროექტის ფარგლებში საქართველოს ესტუმრა 30 ახალგაზრდა უკრაინიდან, სომხეთიდან, ლიტვიდან, ბელარუსიიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან და ესპანეთიდან.