შეხვედრა ერასმუს + ის კა2 პროექტი „ნაბიჯი წინ“ ის ფარგლებში

დამატების თარიღი: 05 February 2019 / 13:59

5 თებერვალს გიმართა მორიგი შეხვედრა ერასმუს + ის კა2 პროექტი „ნაბიჯი წინ“ ის ფარგლებში.
პროექტის გუნდმა განიხილა სამომავლო აქტივობები და ღონისძიებები, რომელიც დაგეგმილია მომდევნო 1.5 წლის განმავლობაში.
პროექტი “ნაბიჯი წინ“ ( ONE STEP AHEAD) ეხება სოციალურ მეწარმეობას და აღნიშნულის სწავლებას ახალგაზრდებისთვის. პროექტში მონაწილეობას იღებენ საქართველო, შვედეთი, პოლონეთი და მოლდოვა.
პროექტის მიზანია,რეგიონებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა შეიძინონ სოციალ მეწარმეობასთან დაკავშირებული ცოდნა, უნარ–ჩვევები და მომავალში განახორციელონ საკუთარი იდეები.
პირველი გასვლითი ტრენინგი გაიმართება 8-16 მარტს პოლონეთში.
კავკასიის ახალგაზრდული კავშირი წარმატებას უსურვებს პროექტში ჩართულ ყველა ორგანიზაციას და მონაწილეებს პარტნიორი ქვეყნებიდან.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace