ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენელი კოსოვოში ევროპის კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებულ სემინარს დაესწრო. სემინარში მონაწილეობა მიიღო 14-მა ახალგაზრდა აქტივისტმა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და იგი მიეძღვნა საერთაშორისო კავშირების დამყარებას და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვას.
პროექტის შემდეგი ეტაპის განმავლობაში მასტერფის საქართველოს ეწვევიან ახალგაზრდა მუშაკები გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან, რომლებიც საინტერესო აქტივობებს ჩაატარებენ, შემდეგ კი დავბრუნდებით კოსოვოში გამოცდილების გასაზიარებლად და ახალი იდეების ჩამოსაყალიბებლად.