არაფორმალური განათლება

დამატების თარიღი: 05 November 2021 / 13:18

არაფორმალური განათლება
არაფორმალური განათლების იდეა, როგორც ფორდჰემი მოგვითხრობს, 1967 წელს აშშ-ში, უილიამსბურგში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ჩამოყალიბდა იდეები იმის შესახებ, თუ რა უნდა გამხდარიყო მზარდი “მსოფლიოს საგანმანათლებლო კრიზისის” ფართოდ გააზრებული ანალიზი. იყო შეშფოთება არასათანადო საგანმანათლებლო პროგრამებზე; აცნობიერებდნენ იმას, რომ განათლების ზრდა და ეკონომიკური ზრდა სულაც არ იყო თანმიმდევრული, და რომ სამუშაო ადგილები არ გაჩნდა უშუალოდ საგანმანათლებლო რესურსების შედეგად. ბევრ ქვეყანას უჭირდა (პოლიტიკურად თუ ეკონომიკურად) მოეხდინა ფორმალური განათლების ინვესტირება თავის სახელმწიფოში.
დასკვნა იყო ის, რომ ფორმალური საგანმანათლებლო სისტემები ზედმეტად ნელი ტემპით ვითარდებოდა და არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ცვლილებებს საკმაოდ ჩამორჩებოდა, ამიტომ მოხდა მისი შეფერხება არა მხოლოდ მისი კონსერვატიული მახასიათებლის, არამედ თავად საზოგადოების ინერციითაც. იმის გათვალისწინებით, რომ საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავება მიდრეკილია სხვა სოციალურ ტენდენციებზე და არა ხელმძღვანელობაზე, მაშინ ცვლილება უნდა მოდიოდეს არა მხოლოდ ფორმალური განათლების კუთხიდან, არამედ ფართო საზოგადოებისა და მასში შემავალ სხვა სექტორებიდან. სწორედ ეს იყო ეკონომისტებისა და “მსოფლიო ბანკის” დამწყებთა ამოსავალი წერტილი, რომ ფორმალური განათლების ალტერნატივად არაფორმალური განათლება მოიყვანეს.
არაფორმალური განათლების ორი ფორმა არსებობს:
იგი ჭეშმარიტად უწყვეტი პროცესია, რომლის დროსაც თითოეული ინდივიდი იძენს დამოკიდებულებებს, ღირებულებებს, უნარებსა და ცოდნას ყოველდღიური გამოცდილებიდან და საგანმანათლებლო რესურსებიდან შემდეგ გარემოში – ოჯახიდან და მეზობლებიდან, სამსახურიდან და თამაშიდან, ბაზრიდან, ბიბლიოთეკიდან, მასმედიიდან…
ნებისმიერი ორგანიზებული საგანმანათლებლო აქტივობა, ჩამოყალიბებული ფორმალური სისტემის მიღმა – იქნება ეს ცალკე მოქმედი თუ როგორც ზოგიერთი უფრო ზოგადი აქტივობის მნიშვნელოვანი მახასიათებელი – რომელიც მიზნად ისახავს ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების გაუმჯობესებას.
წარმოგიდგენთ არაფორმალური განათლების მიღების რამოდენიმე წყაროს:

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace