რუსლან აუშაევმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მზადაა წმაოაყენოს კანდიდატურა ინგუშეთის ხელმძღვანელობაზე თუკი ჩატარდბეა პირდაპირი არჩევნები. ეს გადაწყვეტილება მან მიიღო მას შემდეგ, რაც საინიციატივო გჯუფმა მის სასრგებლოდ მოაგროვა 60 ათასი ხელმოწერა. ინგუშეთის რესპუბლიკის პირველმა პრეზიდენტმა წინასაარჩევნო კამპანიის სათაური ორი სიტყვით დაასათაურა “წინ ინგუშეთო“.
პირველი და უმთავრესი არის ის რომ აუშაევს არ სჯერა, რომ ინგუშეთში ჩატარდება პირდაპირი არჩევნები, ამაზე არაერთხელ მისაუბრია, ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, პარტია “ერთიანი რუსეთი“ ასეთ სიგნალებს არ გაავრცელებდა. მე ვფიქრობ რომ არასწორია, როდესაც დღეს ზოგიერთ რესპუბლიკას ან სუბიეკტებს აძლევენ უფლებას განვითარების, სხვებს კი არა.
ის დათანხმდა თავისი კანდიდატურის წამოყენებაზე, თუმცა ამისდა მიუხედავად არ ემზადება რესპუბლიკის სათავეში მოსასვლელად. “რამდენადაც მე ვიღებ ინფორმაციას არ არის საურველი რომ მე ვიყო ქვეყნის პრეზიდენტი“ – აცხადებს აუშაევი. პოლიტიკის და ეკონომიკის განხილვისას იგი უბრუნდება წარსულს, მას ეკითხებიან სუბსიდიების რაოდენობაზე, რომელსაც იღებს ინგუშეთი, მან კი განაცხადა რომ ციფრები არ იცის, თუმცა ისინი ტოლი იყო რეგიონის სხვა რესპუბლიკებთან მიმართებაში. მას მოყავს სტატისტიკური მაგალითები და ადარებს მას ძველ მაჩვენებლებთან: 2001-2002 წლებშ ნავთობის მოპოვება ინგუშეთში დაახლოებით 240 ათასი ტონა იყო, დღეს კი 90-ია. ამას თუ დავუმატებთ მოგონებბეს ბერეზოვსკიზე, რომელსაც აუშაევის აზრით წვლილი მიუძღვის ჩეჩნეთის მეორე ომში, ასევე შედარებები იუგოსლავიისა და ინგუშეთის დევნილების- ყველაფერი ეს მიგვანიშნებს წინასაარჩევნო კამპანიის მომზადებაზე.
ჩრდილოეთ კავკასიის კურორტების თემა აუშაევმა წარუმატებელ პროექტად მოიხსენია და და გამოთქვა ვარაუდი მათ შესახებ: -“ შეხედეთ მთელი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში ნორმანული გზებია? -არა. ნორმანული ურთიერთობები გვაქ? – არა. დღესდღეობით ნორმანული საავადმყოფოები გვაქ? – არა. ნორმანული სამედიცინო დახმარება გვაქ?- არა. სხვა საკითხები მოაგვარეს?-არა. რა შუაშია ამასთან თხილამურებზე სირალი? ვინ სრიალებს თხილამურებზე, შიეძლება ხუთი ფანატი გმაოჩნდეს რომელსაც ეს საქმე უყვარს, შესაბამისად წავიდნენ და სხვაგან ისრიალონ, სჯობს ეს ფული დაიხარჯოს მცირე წარმოების განვითარებაზე, სადაც 20, 50, 200 ადამინი დასაქმდება და ექნება ხელფასი. უამრავი ქალი ზის სახლში – ააშენონ ქარხნები, – ეს არის ის რაც სავალდებულოა.
მართალია ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე საუბრისას როგორიცაა ტერორისტებთან ბრძოლა აუშაევი აშკარად დაიბნა. დაიწყო მან იმით, რომ ნებისმიერი ომი მთავრდება რადიკალიზაციით. პივლემა მსოფლიო ომმა მიგვიყვანა ფაშიზმამდე. ჩეჩნეთის ომმა წარმოშვა მთელი თაობა, რომელიც “ხედავს მხოლოდ იარაღს“ და ისმენს შესაბამის საუბრებს. შეკითხვაზე თვლის თუ არა იგი მიწიქვეშ დამალულ ხალხს ბანდიტებად მან შეკითხვითვე უპასუხა, – რატომ უნდა ვთვლიდე მე მათ ბანდიტებად? თუმცა საუბარში გმაოვლინდა რომ საქმე მხოლოდ ტერმინოლოგიას ეხებოდა. აშაევისთვის ბანდიტი არის ადამინი რომელიც ჩადის კრიმინალს, ის ვინც თავს ესხმის პოლიციელს -“სხვანაირად ფიქრობს“.
საბოლოოდ როგორც ირკვევა აუშაევი არ აპირებს იფანტაზიოროს თემაზე: “მე რომ პრეზიდენტი ვიყო“. მისთვის უმთავრესი იყო თავისი პოზიცია გამოეხატა არჩევნებთან დაკავშირებით, მიეცით ხალხს არჩევანის საშუალება – მე მზად ვარ მოვხსნა ჩემი კანდიდატურა, განაცხადა ინგუშეთის ექს-პრეზიდენტმა. დღესდღეობით ქვეყანაში არის ბევრი კარგი, კრეატიული ახალგაზრდა, რომლებიც შეძლებენ რესპუბლიკის მართვას. ისინი არიან ყველგან არა მოხლოდ ინგუშეთსა და მოსკოვში არამედ მთელს რუსეთის ფედერაციასა და დსთში. ერთადფერთი საჭიროა მათ მივცეთ საშუალება მართონ საკუთარი თავი, არ შეიძლება რომ მთელი ცხოვრება ერთია დგილი ვტკეპნოთ. ინგუშეთში პრობლემაა კანდიტატების მუდმივი 15-20 კაციანი წრე, რომლთაგან ზოგი პრეზიდენტი ხდება ზოგი დეპუტატი, 2004 წლიდან გაუქმდა არჩევნები და აი, ეს ბოლო 9 წელია არანაირი წინსვლა, არადა ამ 9 წლის განმავლობაში შეიძლებოდა ბევრი კარგი ახალგაზრდის აღზრდა.
სტატიის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
http://www.bigcaucasus.com/events/topday/17-04-2013/83064-Ruslan_Aushev_president-0/